ავტორიზაცია

დროგბა: "თუ სალაჰი ასე გააგრძელებს თამაშს, ყველა ჩემს რეკორდს დაამხობს, ტირილი მინდა!"

დროგბა: "თუ სალაჰი ასე გააგრძელებს თამაშს, ყველა ჩემს რეკორდს დაამხობს, ტირილი მინდა!"
თარიღი 22 ნოე 2021, 14:42

"ჩელსისა" და კოტდ'ივუარის ყოფილმა თავდამსხმელმა, დიდიე დროგბამ "ლივერპულის" ეგვიპტელ ფორვარდ მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა.

"თუ ასე თამაშს გააგრძელებს, ყველა ჩემს რეკორდს დაამხობს. ტირილი მინდა!", - ყოფილი "არისტოკრატის" სიტყვებს Liverpool Echo.

ოქტომბერში სალაჰი პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო აფრიკელი ბომბარდირი გახდა. მომ დროგბას რეკორდი დაამხო, რომელსაც 254 მატჩში 104 გოლი აქვს გატანილი. ამ ნიშნულის დასაძლევად მოჰამედს 167 მატჩი დასჭირდა. ამ დროისთვის, ეგვიპტელის აქტივში 169 შეხვედრაში გატანილი 107 ბურთია.

დროგბა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო აფრიკელ ბომბარდირად რჩება - 44 გოლი. სალაჰს დიდიემდე კიდევ 11 ბურთი აშორებს.