ავტორიზაცია

გრიზმანი: "ბარსელონაში ყოფნა კატასტროფული არ ყოფილა"

გრიზმანი: "ბარსელონაში ყოფნა კატასტროფული არ ყოფილა"
თარიღი 22 Nov 2021, 16:55

„ატლეტიკოს“ ფორვარმდა ანტუან გრიზმანმა, „ბარსელონაში“ გატარებული 2 წელი გაიხსენა.

ფრანგი „კამპ ნოუზე“ „ატლეტიკოდან“ 120 მილიონ ევრო 2019 წელს გადავიდა, თუმცა გასულ ზაფხულს მადრიდულ გუნდში იჯარით დაბრუნდა.

„ძალიან გახარებული ვიყავი „ბარსელონაში“ გადასვლით, შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშე და ბევრი ვისწავლე მწვრთნელებისგან, თუმცა როცა არ ვთამაშობდი, ძალიან მიჭირდა.

არა, „ბარსელონაში“ ყოფნა კატასტროფა არ ყოფილა. ყველა სეზონში თითქმის 20-20 გოლი გამქონდა. ამ გუნდში ასპარეზობას დიდი სიამაყით გავიხსენებ.“ - ციტირებს გრიზმანის სიტყვებს Telefoot.

იმ შემთხვევაში, თუ ამ სეზონში გრიზმანი „ატლეტიკოს“ მაისურით მატჩების 50% ჩაატარებს, მადრიდული გუნდი ვალდებული იქნება ის გამოისყიდოს.