ავტორიზაცია

აზარი რეალს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაეხმარება

აზარი რეალს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაეხმარება
თარიღი 22 ნოე 2021, 17:53

მადრიდის „რეალის“ ბელგიელი შემტევი, ედენ აზარი, გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაეხმარება.

აზარს გასტროენტერიტი აწუხებს, რის გამოც მან „გრანადასთან“ გუშინდელი მატჩი გამოტოვა და ვერც 24 ნოემბერს „შეფიფთან“ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

დღეს აზარმა ინდივიდუალურად დარბაზში ივარჯიშა და საერთო ჯგუფთან ერთად მოედანზე არ გასულა.

მატჩი „შერიფსა“ და „რეალს“ შორის 24 ნოემბერს 23:59 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში მადრიდელები შემდეგი ეტაპის საგზურს გაინაღდებენ.

„რეალის" სავარჯიშო ბაზაზე მისულ აზარს გულშემატკივრები დახვდნენ, რომლებმაც მისი მოედანზე ხილვის სურვილი გამოუთქვეს და სთხოვეს, რომ იანვარში გუნდი არ დატოვოს.