ავტორიზაცია

კატეგორიული უარი უმტიტისგან - ფრანგმა ბარსელონასთან მოლაპარაკებები ჩაშალა

კატეგორიული უარი უმტიტისგან - ფრანგმა ბარსელონასთან მოლაპარაკებები ჩაშალა
თარიღი 22 ნოე 2021, 18:11

„ბარსელონამ“ ფრანგ ფეხბურთელთან შეთანხმების მიღწევა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა.

Football Espana-ს ინფორმაციით, კატალონიურ გუნდს სურდა, სამუელ უმტიტის ხელფასი შეემცირებინა, რათა რთულ დროს კლუბს ფინანსურად დახმარებოდა და სანაცვლოდ, ხავი მას უფრო მეტ სათამაშო პრაქტიკას პირდებოდა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე უმტიტის ხელფასი თვეში დაახლოებით 1 მილიონი ევროა (გადასახადების გადახდამდე). 

თუმცა, უმტიტიმ ხელფასის დაკლებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რითაც „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი გაანაწყენა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ „ბლაუგრანაში“ მასთან კონტრაქტის ნაადრევ გაწყვეტაზეც დაფიქრდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში კლუბს მისთვის კონტრაქტის ბოლომდე დარჩენილი ხელფასის სრულად გადახდა მოუწევს - მისი ხელშეკრულება კი 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.