ავტორიზაცია

არა მხოლოდ ჩელსი - დე ლიგტისთვის სამი გუნდი იბრძოლებს

არა მხოლოდ ჩელსი - დე ლიგტისთვის სამი გუნდი იბრძოლებს
თარიღი 22 ნოე 2021, 20:40

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურ მცველს, მატეის დე ლიგტს მსურველები არ აკლია. ნიდერლანდელი უკანახაზელის მიმართ ინტერესს მინო რაიოლაც აღვიძებს. 

იტალიელი აგენტი სულაც არ გამორიცხავს "ბებერი ქალბატონის" ცენტრბექის სხვა კლუბში გადასვლას. ინგლისურ პრესაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ბიანკონერის" 4-იანს ამ დროისთვის ჰყავს 3 მსურველი.

საუბარია "ბარსელონას", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ლონდონის "ჩელსის" შესახებ. ფავორიტად კი ამ დროისთვის სწორედაც რომ "არისტოკრატები" მოიაზრებიან.

22-წლის მცველის კლაუსულა, ანუ გამოსასყიდი თანხა შეადგენს 120 მილიონ ევროს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ "იუვენტუსმა" ის 80 მილიონ ევროდაც დათმოს.