ავტორიზაცია

VIDEO: "ოცნებობდა ამ ფეხსაცმელზე", - მოურინიომ ბოლო მატჩის ახალგაზრდა გმირს ძვირიანი ფეხსაცმელი აჩუქა

თარიღი 22 ნოე 2021, 22:05

„ჯენოასთან“ მატჩის წინ, ჟოზე მოურინიომ თავის ფეხბურთელს, 2003 წელს დაბადებულ ფელიქს აფენა გიანს დაპირდა, რომ მისთვის საოცნებო, 800-ევროიან ფეხსაცმელს უყიდის, თუ ის ამ მატჩში თავის გამოჩენას მოახერხებს.

18 წლის ფეხბურთელი მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 0:0 იყო. გამოყოფილ დროში მან დუბლი შეასრულა და „რომას“ გამარჯვება მოუტანა, მატჩის შემდეგ კი მოურინიომ პირობა აასრულა და ფეხბურთელს მისთვის სასურველი ფეხსაცმელი უსახსოვრა.

„ის ამ ფეხსაცმელზე ოცნებობდა. ასე რომ ვიფიქრე, რატომაც არა?“, - აღნიშნა ჟოზემ.