ავტორიზაცია

VIDEO: სეზონის გოლი - კაკაბაძემ პოლონეთში შედევრი შექმნა!

თარიღი 23 ნოე 2021, 01:35

პოლონეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში კრაკოვიამ საკუთარ მოედანზე რაკუვი მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხა.

მატჩის 69-ე წუთზე ერთადერთი გოლი ქართველმა მცველმა ოთარ კაკაბაძემ ულამაზესი დარტყმით გაიტანა.

მიმდინარე სეზონში კრაკოვიას მაისურით კაკაბაძისთვის ეს მეორე გოლია.