ავტორიზაცია

როგორც იქნა! სერხიო რამოსი სიტისთან მატჩის განაცხადში მოხვდა

როგორც იქნა! სერხიო რამოსი სიტისთან მატჩის განაცხადში მოხვდა
თარიღი 23 ნოე 2021, 19:12

დღეს 23 ნოემბერია, სერხიო რამოსი კი „პსჟ-ს“ მატჩის განაცხადში კარიერაში პირველად მოხვდა.

ესპანელი მცველი პარიზულ გრანდში მადრიდის „რეალიდან“ ივლისში გადავიდა, თუმცა ჯერ არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმების გამო არ მიუღია.

როგორც იქნა, პარიზშიც დადგა დღესასწაული - ლეგენდარულმა მცველმა დაზიანება მოიშუშა და „პსჟ-ს“ „სიტისთან“ მატჩის განაცხადშიც მოხვდა.

მატჩი ხვალ, 24 ნოემბერს, 23:55 საათზე დაიწყება და დაწყებამდე ერთი საათით ადრე გახდება ცნობილი, მოხვდება თუ არა რამოსი სასტარტო შემადგენლობაში. ლოგიკურად, ეს ჯერ ნაკლებად სავარაუდოა, რამეთუ ფეხბურთელს კომპეტენტურ დონეზე მაისის შემდეგ არ უთამაშია.

პარიზელთა განაცხადი ასე გამოიყურება:

ნავასი, ჰაკიმი, კიმპემბე, რამოსი, მარკინიოსი, ვერატი, მბაპე, პარედესი, იკარდი, ნეიმარი, დი მარია, დანილო, დაგბა, ვეინალდუმი, ერერა, დიალო, კერერი, ნუნო მენდეში, გეიე, დინა ებიმბე, მესი, ფრანჩი, დონარუმა.