ავტორიზაცია

"უეფას პრეზიდენტმა მთხოვა, რომ რეალი დაგვემარცხებინა", - შერიფის ქართველი დირექტორი

"უეფას პრეზიდენტმა მთხოვა, რომ რეალი დაგვემარცხებინა", - შერიფის ქართველი დირექტორი
თარიღი 23 ნოე 2021, 19:16

„შერიფის“ ქართველმა დირექტორმა, ვაჟა თარხნიშვილმა „უეფას“ პრეზიდენტთან, ალექსანდრ ჩეფერინთან შეხვედრა გაიხსენა, რომელიც „რეალთან“ პირველი მატჩის წინ (2:1) შედგა.

„მატჩის დღეს მეგობრებს ვუთხარი: „რეალს“ ვქომაგობ ყოველთვის, დღევანდელი დღის გარდა. რა მქონდა იმ დღეს თავში? როცა პირველი გოლი გავიტანეთ, ყველა ჩემს გარშემო მყოფი მეგობარი აყვირდა. მე ვუთხარი: „დამშვიდდით, ჯერ ადრეა.“

„რეალმა“ გაათანაბრა, შეტევა გააძლიერა და ვფიქრობდი: „ნეტა ახლა ყველაფერი დამთავრდეს.“ მაგრამ ტილმა შესანიშნავი გოლი გაიტანა: აიღო და გაისროლა. მე თვითონაც საშინელ სიტყვებს ვყვიროდი, ემოციების ზღვა იყო.

მატჩს წინ, მე და მთავარი მწვრთნელი ჩვენს უფროსთან ვიყავით. მან თქვა, რომ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. მწვრთნელს გადავხედე და მან მითხრა: „მოვიგებთ, აი ნახავთ, მოვიგებთ.“

„შახტართან“ გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთ კონფერენციაზე უეფას პრეზიდენტმა, ჩეფერინმა მითხრა: „რეალს მოუგეთ“. ვუპასუხე, არ არის პრობლემა მეთქი და ავასრულეთ კიდევ. ნორმალური კაცია, უბრალო ადამიანი.“ - აღნიშნა თარხნიშვილმა.

„სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული შეხვედრა მოლდოვური გუნდის სენსაციური გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ხვალ, 24 ნოემბერს, ეს ორი გუნდი ერთმანეთს მოლდოვაში შეხვდება.