ავტორიზაცია

ცნობილია, თუ რამდენის გადახდა მოუწევს მანჩესტერს პოჩეტინოს სანაცვლოდ

ცნობილია, თუ რამდენის გადახდა მოუწევს მანჩესტერს პოჩეტინოს სანაცვლოდ
თარიღი 23 ნოე 2021, 20:08

ცნობილი გახდა თანხა, რომლის გადახდაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ „პარი სენ ჟერმენისთვის“ მოუწევს მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნის შემთხვევაში.

Manchester Evening News-ის ინფორმაციით, „წითელ ეშმაკებს“ „პსჟ-სთვის“ 10 მილიონი ფუნტის (11.9 მლნ ევრო) გადახდა მოუწევს იმისთვის, რომ პოჩეტინოს კონტრაქტი გამოისყიდოს და არგენტინელი სპეციალისტი თავისთან დანიშნოს.

ცნობილია, რომ პოჩეტინოს „პსჟ-ს“ დატოვება და „მანჩესტერში“ გადაბარგება ახლავე სურს, რადგან ვერც გუნდის სპორტულ დირექტორთან, ლეონარდოსთან დაალაგა ურთიერთობა და ვერც მესი - ნეიმარი - მბაპეს ტრიოს მოუძებნა მოედანზე იდეალური ტაქტიკა.

პრესაში უფრო და უფრო აქტიურად ფიგურირებს საუბრები, რომ პოჩეტინომ შესაძლოა „ემიუ“ ჩაიბაროს, „პსჟ-ში“ კი ზინედინ ზიდანი დაინიშნოს.

გამომდინარე იქიდან, რომ „მან.იუნაიტედს“ სოლსკიაერის გაშვება 7.7 მილიონი დაუჯდა, უცნობია რამდენად აპირებს გუნდი პოჩეტინოში ამხელა თანხის გადახდას.