ავტორიზაცია

ტუხელი: "სოლსკიაერის გაშვება? მანჩესტერზე არ ვფიქრობ, არც დღეს და არც ხვალ"

ტუხელი: "სოლსკიაერის გაშვება? მანჩესტერზე არ ვფიქრობ, არც დღეს და არც ხვალ"
თარიღი 23 ნოე 2021, 20:11

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ოლე გუნარ სოლსკიაერის გაშვებაზე ისაუბრა.

„ჩემი ფიქრები სოლსკიაერზე? ამაზე არც შაბათს მიფიქრია, რადგან გასვლითი მატჩი მქონდა და არც ახლა ვფიქრობ, რადგან საშინაო მატჩისთვის ვემზადები.

შემდეგ ჩვენ „მანჩსტერ იუნაიტედს“ ვეთამაშებით. ამჟამად, ამ გუნდზე არცერთი წამით არ ვფიქრობ და არც ხვალ ვიფიქრებ, მხოლოდ „იუვენტუსთან“ მატჩისთვის ვემზადები.

სხვა კლუბების გადაწყვეტილებებზე არ ვილაპარაკებ. ეს ჩემს მოვალეობაში ნამდვილად არ შედის.“ - აღნიშნა გერმანელმა.

„მანჩესტერის" ხელმძღვანელობამ ნორვეგიელ სპეციალისტს „უოტფორდთან" 1:4 განადგურება არ აპატია.