ავტორიზაცია

პირველი სერიოზული ცვლილება იუნაიტედის სასტარტოში - ბრუნო სკამზე დარჩა

პირველი სერიოზული ცვლილება იუნაიტედის სასტარტოში - ბრუნო სკამზე დარჩა
თარიღი 23 ნოე 2021, 21:29

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დროებითმა მწვრთნელმა, მაიკლ კერიკმა, გუნდის შემადგენლობაში პირველი სერიოზული ცვლილება შეიტანა.

სოლსკიაერის ექს-თანაშემწემ, რომელიც „იუნაიტედში“ მწვრთნელის პოვნამდე მთავრის როლს ასრულებს, „ვილიარეალთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე სათადარიგოთა სკამზე ბრუნო ფერნანდეში დატოვა და სასტარტოში დონი ვან დე ბეკი დააყენა, რომელსაც სოლსკიაერი არ სწყალობდა და სულ სკამზე ჰყავდა.

„მანჩესტერის“ ოფიციალური შემადგენლობა:

დე ხეა, ვან ბისაკა, ტელეში, მაგუაირი, ლინდელოფი, ფრედი, მაკტომინეი, ვან დე ბეკი, სანჩო, რონალდუ.

მატჩი 21:55 საათზე დაიწყება.