ავტორიზაცია

VIDEO: 5-დან 5! ბაიერნმა ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა გაინაღდა

თარიღი 23 ნოე 2021, 23:48

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „ბაიერნმა“ სტუმრად „დინამო კიევი“ დაამარცხა.

შეხვედრა უკრაინაში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

„ბაიერნის“ რიგებში პირველივე ტაიმში გოლები რობერტ ლევანდოვსკიმ და კინგსლი კომანმა გაიტანეს, მირჩა ლუჩესკუს გუნდმა კი 70-ე წუთზე გარმაშის გოლით უპასუხა, თუმცა მატჩს ვერ გადაურჩა.

„ბაიერნმა“ 15 ქულა დააგროვა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა ოფიციალრუად გაინაღდა, „დინამო კიევი“ კი 1 ქულით ბოლო ადგილზეა.