ავტორიზაცია

VIDEO: მანჩესტერმა სტუმრად ვილიარეალს მოუგო და მერვედფინალის საგზური გაიფორმა

თარიღი 23 ნოე 2021, 23:51

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „ვილიარეალი“ დაამარცხა.

შეხვედრა „ესტადიო დე ლა კერამიკაზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

78-ე წუთზე ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, 90-ზე კი ჯეიდონ სანჩომ „იუნაიტედის“ მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„მან.იუნაიტედმა“ ჯგუფში 10 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე პირველი ადგილით გასვლა ოფიციალურად გაინაღდა, „ვილიარეალი“ კი 7 ქულით მე-2 ადგილზეა.