ავტორიზაცია

VIDEO: ბარსელონამ შინ ბენფიკას ვერ მოუგო და ჯგუფიდან გასვლის საკითხი საშინლად გაირთულა

თარიღი 24 ნოე 2021, 01:54

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „ბარსელონამ“ შინ „ბენფიკას“ ვერ მოუგო.

შეხვედრა სტადიონ „კამპ ნოუზე“ გაიმართა და ფრედ, 0:0 დასრულდა.

რეალურად, მატჩში მაყურებელმა ორი გოლი იხილა - პირველ ტაიმში კარის აღება ოტამენდის გაუუქმეს, როცა კუთხურის მოწოდების დროს ბურთმა მოედნის ფარგლები ჰაერში გადაკვეთა, მეორე ნახევარში კი თითქოს, „ბარსასთვის“ გამარჯვების გოლი რონალდ არაუხომ გაიტანა, თუმცა თამაშგარეში აღმოჩნდა ეს გოლიც გაუქმდა.

დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში „ბარსელონა“ შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითხს ირთულებდა, ახლა კი სიტუაცია კატასტროფულად დაუმძიმდა.

5 ტურის შემდეგ „ბარსას“ 7 ქულა აქვს და ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს, „ბენფიკა“ კი 5 ქულით მე-3 ადგილზეა, ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, როცა „ბარსელონა“ „ალიანც არენაზე“ „ბაიერნს“ ეწვევა, „ბენფიკა“ კი საკუთარ კედლებში „დინამო კიევს“ უმასპინძლებს.

წარმოუდგენელი აცილება ბოლო წამებზე, რომელიც მიმოხილვაში ვერ მოხვდა: