ავტორიზაცია

VIDEO: ტუხელის გუნდი შეუჩერებელია - ჩელსიმ შინ იუვენტუსი გაანადგურა

თარიღი 24 ნოე 2021, 02:01

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „ჩელსიმ“ „იუვენტუსი“ საკუთარ კედლებში გაანადგურა.

შეხვედრა „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა და ინგლისური გუნდის გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

„ჩელსის“ რიგებში გოლები ჩალობამ, რის ჯეიმსმა, ჰადსონ ოდოიმ და ტიმო ვერნერმა მოახერხეს.

ამ გამარჯვების დამსახურებით „ჩელსი“ სატურნირო ცხრილში „იუვენტუსს“ დაეწია და ურთიერთშეხვედრების ხარჯზე გადაუსწრო კიდეც - ორივე გუნდი შემდეგ ეტაპზე ოფიციალურად გასულია, დარჩა მხოლოდ იმის გარკვევა, თუ ვინ რომელ ადგილზე გავა.

ბოლო ტურში „ჩელსი“ „ზენიტს“ ესტუმრება, „იუვენტუსი“ კი „მალმიოს“ უმასპინძლებს.