ავტორიზაცია

VIDEO: გოლების წვიმა შვეიცარიაში - შესანიშნავი მატჩი, რომელიც ყველას გრანდების გამო გამორჩა

თარიღი 24 ნოე 2021, 02:38

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „იანგ ბოიზმა“ და „ატალანტამ“ უხვგოლიანი შოუ მოაწყვეს.

„სტადიონ ვანკდორფზე“ გამართული შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.

მე-10 წუთზე „ატალანტა“ წინ დუვან საპატას გოლით გავიდა, თუმცა მასპინძლებმა ანგარიში 39-ზე გაათანაბრეს. 

51-ზე პალომინომ ბერგამოელები წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა და ანგარიში ტაბლოზე მე-80 წუთამდე შენარჩუნდა, როცა შვეიცარიელებმა 4 წუთში ორი გოლი შეაგდეს და მატჩი თავდაყირა დააყენეს.

მიუხედავად ამისა, „ატალანტამ“ არ წააგო - მოედანზე 1 წუთის შემოსულმა ლუის მურიელმა ტაბლოზე პარიტეტი აღადგინა და „ატალანტას“ ამ მატჩის შედეგად ქულა გადაურჩინა.

5 ტურის შემდეგ „ატალანტა“ 6 ქულით შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის იბრძვის, „იანგ ბოიზი“ კი 4 ქულით ბოლო ადგილზეა.

ბოლო ტურში „ატალანტა“ და „ვილიარეალი“ შემდეგ ეტაპზე გამსვლელს ერთმანეთში გაარკვევენ - ამ ეტაპზე, ესპანური გუნდი 1 ქულით წინაა, ამიტომ ბერგამოულ გუნდს შინ მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.