ავტორიზაცია

ნავთობის კლასიკო, რევანშს მოწყურებული რეალი და მილანი სასწაულის იმედად - ჩემპიონთა ლიგის მორიგი დღე

ნავთობის კლასიკო, რევანშს მოწყურებული რეალი და მილანი სასწაულის იმედად - ჩემპიონთა ლიგის მორიგი დღე
თარიღი 24 ნოე 2021, 10:09

დღეს, 24 ნოემბერს, ჩვენი დროით 21:45 და 23:55 საათებზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის დაპირისპირებები. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო მატჩების დაწყების წინ.

ჯგუფი A:

„მანჩესტერ სიტი“ – „პსჟ“ 23:55
„ბრიუგე“ – „ლაიპციგი“ 23:55

PSG 2-0 Man City: Player ratings

ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ „სიკვდილის ჯგუფად“ მოხსენიებული კვარტეტი, სადაც მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება და დღეს ტურის ცენტრალური შეხვედრაც გაიმართება.

როგორც მოსალოდნელი იყო, „სიტი“ და „პსჟ“ ერთმანეთში პირველ-მეორე ადგილოსანის ამბებს არკვევენ, თუმცა ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი ჯერ არც „ბრიუგეს“ დაუკარგავს, რომელიც ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მეორეადგილოსან „პსჟ-ს“ 4 ქულით ჩამორჩება.

პირველ წრეში, პარიზში გამართული მატჩი „პსჟ-მ“ 2:0 გეიეს და მესის გოლებით მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისას როგორც ტერიტორიულ, ისე სათამაშო უპირატესობას ფლობდა.

ამჟამად, ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილს „სიტი“ იკავებს, „პსჟ-ს“ ანგარიშზე კი 8 ქულაა და დიდწილად, ჯგუფის პირველადგილოსნის ბედსაც სწორედ დღევანდელი შეხვედრა გაარკვევს.

ჯგუფი B: 

„ლივერპული“ – „პორტუ“ 23:55
„ატლეტიკო“ – „მილანი“ 23:55

AC Milan 1-2 Atletico Madrid: Player ratings

ეს კი ნამდვილად ჯგუფური ეტაპის მთავარი სიკვდილის ჯგუფია, სადაც მოვლენები ყველასთვის დაძაბულად ვითარდება გარდა „ლივერპულისა“ - კლოპის გუნდს 12 ქულით ჯგუფში პირველი ადგილიც კი განაღდებული აქვს და დარჩენილი მატჩები მისთვის უბრალო ფორმალობაა.

მეორე ადგილს ჯგუფში ამ ეტაპზე ყველას მიერ აუთსაიდერად მიჩნეული „პორტუ“ იკავებს, რომელსაც 5 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ მადრიდის „ატლეტიკსო“ 1 ქულით უსწრებს. ბოლო ადგილზე „მილანია“, რომელიც შიდა ასპარეზზე ჩემპიონობისთვის იბრძვის, აქ კი 4 მატჩში ერთადერთი ფრე აქვს.

მიუხედავად ერთი ქულისა, „მილანს“ ჯერ ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი არ დაუკარგავს - გუნდმა დღეს „ატლეტიკო“ უნდა დაამარცხოს, ბოლო ტურში კი უმოტივაციო „ლივერპულს“ მოუგოს და ასეთ შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი ექნება. ოღონდ, ყველაფერი მაინც მის ხელში არ იქნება და პარალელური მატჩების ბედიც ბევრ რამეს გადაწყვეტს.

მოკლედ, თეორიებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, სჯობს უბრალოდ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, 4-დან 3 გუნდს ჯერ ყველაფრის შანსი დარჩენილი აქვს.

ჯგუფი C:

„ბეშიქთაში“ – „აიაქსი“ 21:45
„სპორტინგი“ – „დორტმუნდი“ 23:55

Dortmund-Sporting CP | UEFA Champions League | UEFA.com

ამ ჯგუფში ყველაფერი იდეალურად იწყებოდა „დორტმუნდისთვის“ და საშინლად - „სპორტინგისთვის“. გერმანულმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი 2 გამარჯვებით დაიწყო, პორტუგალიურმა კი - 2 მარცხით. თუმცა, 4 ტურის შემდეგ ორივე გუნდს 6 ქულა აქვს და შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის იბრძვიან.

რა არის იმაზე უკეთესი, როცა გუნდები შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობას ერთმანეთში არკვევენ - პირველი მატჩი მეორე ტურში გაიმართა და „დორტმუნდმა“ შინ 1:0 იმარჯვა. 

დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, „დორტმუნდი“ მერვედფინალში ოფიციალურად გავა, რადგან „სპორტინგს“ 3 ქულით გადაუსწრებს და ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა ექნება, რაც ლისაბონელებს მეტოქის დაწევის ყველანაირ შანსს მოუსპობს. 

მოკლედ, მოვლენები ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და ამ მატჩზე თვალის დევნებასაც აზრი ნამდვილად ექნება. 

ჯგუფის მეორე მატჩი შეიძლება ითქვას ფორმალობაა - „აიაქსმა“ 12 ქულით პირველ ადგილზე გასვლა გაინაღდა და ასევე უმოტივაციო 0 ქულიან „ბეშიქთაშს“ ეთამაშება.

ჯგუფი D: 

„შერიფი“ – „რეალი“ 23:55
„ინტერი“ – „შახტარი“ 21:55

Champions League Real Madrid vs Sheriff Tiraspol: El Sheriff no despierta  del sueño y con un golazo de Thill gana al Real Madrid en la vuelta de la  Champios al Bernabéu |

4 ტურის შემდეგ კვარტეტს 9 ქულით მადრიდის „რეალი“ ლიდერობს, რომელსაც 3 მოგება და 1 მარცხი აქვს, მეორე ადგილზე „ინტერია“ 7 ქულით, მესამეზე კი „შერიფი“ - ექვსით.

ის ერთადერთი მარცხი, რომელზეც ზემოთ დავწერეთ, „რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სენსაციურად, სწორედ „შერიფის“ წინააღმდეგ იწვნია (1:2). ამიტომ, კარლო ანჩელოტის გუნდი დღეს ალბათ სუპერ-მოტივირებული იქნება, რომ რევანში აიღოს. მითუმეტეს, რომ მატჩს სატურნირო მოტივაციითაც დიდი მნიშვნელობა აქვს - შემდეგ ეტაპზე გასვლის თვალსაზრისით, „რეალისთვის“ ამ მატჩის წაგება კატეგორიულად დაუშვებელია. მითუმეტეს, თუ იქამდე 2 საათით ადრე გასამართ მატჩში „ინტერი“ „შახტარს“ მოუგებს.