ავტორიზაცია

ალეგრი: "ასეთი წაგებების შემდეგ იუვენტუსი ძლიერდება"

ალეგრი: "ასეთი წაგებების შემდეგ იუვენტუსი ძლიერდება"
თარიღი 24 ნოე 2021, 10:19

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, „ჩელსისთან“ 0:4 განადგურება შეაფასა.

„იმედგაცრუებულები ვართ, რომ ოთხი გოლი გავუშვით, თუმცა მთავარი ამოცანა (მერვედფინალში გასვლა) შესრულებული გვაქვს.

იყო მომენტები, როცა ბურთს ვკარგავდით, როცა შეტევაში სწრაფად ვცდილობდით გადასვლას, არადა უბრალოდ ჯობდა ბურთი შეგვენარჩუნებინა.

ტურინში 90 წუთის მანძილზე დაცვაში ყურადღებით ვთამაშობდით, დღეს კი ეს მხოლოდ 45 წუთით გავაკეთეთ, რის შემდეგაც დავნებდით.

ვიცით ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები. მთავარია, რომ ეს წაგებებიც კი გვაძლიერებს.“ - აღნიშნა ალეგრიმ.

ჯგუფური ეტაპის 5 ტურის შემდეგ „იუვე" და „ჩელსი" 12-12 ქულით პირველ მეორე ადგილს იყოფენ, თუმცა უკეთესი ურთიერთშეხვედრების ბალანსის გამო, ლიდერი ინგლისური გუნდია.