ავტორიზაცია

კურტუა: "არ შეიძლება აზარზე ისე ლაპარაკი, თითქოს ერთ-ერთი რიგითი ფეხბურთელია"

კურტუა: "არ შეიძლება აზარზე ისე ლაპარაკი, თითქოს ერთ-ერთი რიგითი ფეხბურთელია"
თარიღი 24 ნოე 2021, 12:08

მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ, თავის თანაგუნდელსა და თანამემამულეზე, ედენ აზარზე ისაუბრა.

ბოლო პერიოდში, ბელგიელი შემტევი მადრიდულ გუნდში ძალიან ცოტას თამაშობს და კარლო ანჩელოტი არ მალავს, რომ აზარს სასტარტოს წევრად არ მოიაზრებს.

„ვერ ვიტყვი, რომ ის უბედურია. ხალხი მალე ივიწყებს, თუ რა ფეხბურთელია ის. მისი დონის დავიწყება არ შეიძლება.

არ შეიძლება ფიქრი, რომ ის ერთ-ერთი რიგითი ფეხბურთელია, იმიტომ რომ ასე არ არის. ერთ დღესაც, ის აუცილებლად შეასრულებს ჩვენს გუნდში მნიშვნელოვან როლს.

ინტენსიური ვარჯიშებით და მატჩებით ეს ყველაფერი მოვა.“ - აღნიშნა კურტუამ.