ავტორიზაცია

1-წლიანი პირობითი და ფულადი ჯარიმა - კარიმ ბენზემა დამნაშავედ სცნეს!

1-წლიანი პირობითი და ფულადი ჯარიმა - კარიმ ბენზემა დამნაშავედ სცნეს!
თარიღი 24 Nov 2021, 13:32

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, „ოლიმპიაკოსის“ ნახევარმცველის, მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეზე დამნაშავედ სცნეს.

Get French Football News-ის ინფორმაციით, ბენზემას სასამართლომ 1-წლიანი პირობითი თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 75 ათასი ევროს გადახდა მიუსაჯა.

გამოძიება მიიჩნევს, რომ 2015 წელს ბენზემა მატიე ვალბუენას ინტიმური ვიდეოს საქმეზე შუამავლის როლს ასრულებდა და თანამემამულეს ფულის გადახდისკენ მოუწოდებდა იმისთვის, რომ მისი ვიდეო არ გასაჯაროვდეს.

ამ სკანდალის გამო, ორივე ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს, თუმცა ბენზემა 5 წლის შემდეგ დააბრუნეს.

„რეალის“ თავდამსხმელის ადვოკატის თქმის, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება.