ავტორიზაცია

მკაცრი გადაწყვეტილება — ბაიერნმა 5 არავაქცინირებულ ფეხბურთელს ხელფასები დაუქვითა

მკაცრი გადაწყვეტილება — ბაიერნმა 5 არავაქცინირებულ ფეხბურთელს ხელფასები დაუქვითა
თარიღი 24 ნოე 2021, 15:46

"ბაიერნის" გადაწყვეტილებით, მიუნხენური გრანდის იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც რაიმე მიზეზის გამო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაუკეთებიათ და კარანტინში ყოფნა მოუხდათ, ხელფასები დაექვითათ.

როგორც Sport1 და Bild-ი იტყობინებიან, კარანტინში მყოფი ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი, მიკაელ კიუიზანსი, სერჟ გნაბრი და ჯამალ მუსიალა, აგრეთვე თვითიზოლაციაში აქამდე უკვე ორჯერ ნამყოფი ჯოშუა კიმიხი, მიუნხენური გრანდის ბოსებმა შეხვედრაზე დაიბარეს.

"ბაიერნის" ხელმძღვანელობამ, გენერალურ დირექტორ ოლივერ კანის, პრეზიდენტ გერბერტ ჰაინერისა და სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩის მეთაურობით, ზემოთნახსენებ მოთამაშეებს განუცხადა, რომ კარანტინში გატარებული პერიოდის გამო მათ ხელფასების ნაწილს არ გადაუხდის.

როგორც გერმანული გამოცემები იტყობინება, ფეხბურთელები ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებულნი დარჩნენ. მაგალითად, კიმიხმა ამის გამო შესაძლოა 768 ათასი ევრო დაკარგოს.