ავტორიზაცია

ტუხელი: "აბრამოვიჩი ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივარია და სურს, რომ მასზე ყველაფერი იცოდეს"

ტუხელი: "აბრამოვიჩი ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივარია და სურს, რომ მასზე ყველაფერი იცოდეს"
თარიღი 24 ნოე 2021, 16:50

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა კლუბის მფლობელის, რომან აბრამოვიჩის შესახებ ისაუბრა.

"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ამჟამად ლონდონში იმყოფება თუ არა, ერთმანეთს არ შევხვედრილვართ", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Football London-ი.

"არის ის განსაკუთრებული? პირველ რიგში, ფეხბურთის მოყვარულია - ნამდვილი ფანი. პატივს სცემს თამაშს, პატივს სცემს სხვადასხვა დეტალს, სურს ყველაფერი იცოდეს ფეხბურთზე".

"სურს იცოდეს, რა ხდება ჩვენს ბაზაზე და საქმის კურსში ვამყოფებთ. ყველაფრისადმი გულწრფელი ინტერესი აქვს, ფეხბურთი ნამდვილად უყვარს და ამის გამო სიტუაცია მართლაც განსაკუთრებულია".

"სურს, რომ ნებისმიერთან შეგვეძლოს კონკურენცია, სამუშაოსადმი სწორი მიდგომა გვქონდეს. სწორედ ასეთი გარემო შექმნა. კარგია, ძალიან გაგვიმართლა, ასეთ კლუბში რომ ვიმყოფებით", - დასძინა ტუხელმა.