3 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელთა გვერდითაც კანავარომ რონალდუ და მესი დააყენა
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, ფაბიო კანავარომ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავს, ხოლო 34 წლის არგენტინელი "პსჟ"-ში რიგებში ასპარეზობს.
– გიკვირთ, რომ კრიშტიანუ და მესი ჯერ კიდევ ასეთ დონეზე იმყოფებიან?
"მარადონას, პელეს, კრუიფის გვერდით დგანან. უცხოპლანეტელების მაჩვენებლები აქვთ", - ციტირებს კანავაროს სიტყვებს Marca.
აღსანიშნავია, რომ 48 წლის იტალიელმა აქამდე 2021 წლის "ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტები დაასახელა და მათ შორის მესი შეიყვანა, მაგრამ რონალდუ არა - ლეოსთან ერთად, მისი აზრით, ამ ჯილდოს მოგების კანდიდატები კარიმ ბენზემა ("რეალი") და რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") არიან.