ავტორიზაცია

გვარდიოლა: "პრაქტიკულად შეუძლებელია იმის გამეორება, რაც მესიმ და რონალდუმ გააკეთეს"

გვარდიოლა: "პრაქტიკულად შეუძლებელია იმის გამეორება, რაც მესიმ და რონალდუმ გააკეთეს"
თარიღი 24 ნოე 2021, 19:04

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის ეგიდით "პსჟ"-სთან გასამართი მატჩის წინ ლიონელ მესიზე ისაუბრა, აგრეთვე კრიშტიანუ რონალდუც მოიხსენია.

"ძალიან რთულია. ზოგჯერ, როცა მესი ბურთს იღებს, არ იცი, რა უნდა გააკეთო. ხანდახან თავადაც არ იცის. "პსჟ"-ს ნებისმიერ შემტევს მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში შეუძლია ვარსკვლავად ქცევა, მაგრამ აქ ოთხივე ერთ გუნდშია".

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მესი დღემდე ასეთ დონეზე ასპარეზობს და ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებს".

"იმის გამეორება, რაც ამ ორმა ბიჭმა (ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ - შეხს.) გააკეთა, პრაქტიკულად შეუძლებელია. შეიძლება რაღაც მსგავსი ვიხილოთ, მაგრამ არა მგონია, ეს მოხდეს. ვფიქრობ, უნიკალურია. თითქმის შეუძლებელია კრიშტიანუსა და მესის მსგავსი ფეხბურთელების მოძებნა. საეჭვოა, რაღაც მსგავსის გაკეთება მოახერხონ", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს "სიტის" პრესსამსახური.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ სიტისა" და "პსჟ"-ს დაპირისპირება დღეს, 24 ნოემბერს, "ეტიჰადზე" გაიმართება. მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:59 საათზე აიღებს.