ავტორიზაცია

კლოპის მოკლე პასუხი ჟურნალისტს — გერმანელს მანჩესტერიდან სოლსკიაერის გათავისუფლებაზე ჰკითხეს

კლოპის მოკლე პასუხი ჟურნალისტს — გერმანელს მანჩესტერიდან სოლსკიაერის გათავისუფლებაზე ჰკითხეს
თარიღი 24 Nov 2021, 19:15

"ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს "მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ექს-დამრიგებლის, ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლების შესახებ ჰკითხეს.

54 წლის გერმანელმა სპეციალისტის პასუხი მოკლე გამოდგა:

"ერთი წამითაც არ ვფიქრობ "მანჩესტერ იუნაიტედზე". ბოდიში", - ციტირებს კლოპის სიტყვებს ავტორიტეტული გამოცემა BBC.

მოგეხსენებათ, სოლსკიაერი "ეშმაკუნებს" სათავეში 2018 წლის დეკემბრიდან ედგა. 49 წლის ნორვეგიელი დაკავებული პოსტიდან სამი დღის წინ გაუშვეს.

თავის მხრივ, შეგახსენებთ, კლოპი "ლივერპულს" 2015 წლის ოქტომბრიდან წვრთნის და მოქმედი კონტრაქტის ვადა მერსისაიდელებთან 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.