ავტორიზაცია

ხელფასის დაქვითვამ იმოქმედა? — ბაიერნის 5 არავაქცინირებული ფეხბურთელიდან 3 მზადაა აიცრას

ხელფასის დაქვითვამ იმოქმედა? — ბაიერნის 5 არავაქცინირებული ფეხბურთელიდან 3 მზადაა აიცრას
თარიღი 24 ნოე 2021, 19:22

"ბაიერნის" ზოგიერთი ფეხბურთელი, რომელმაც აქამდე ვაქცინაციაზე უარი თქვა, მზად არის გადაწყვეტილება შეიცვალოს და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს.

შეგახსენებთ, მიუნხენურ გრანდს 5 არავაქცინირებული მოთამაშე ჰყავს: ჯოშუა კიმიხი, სერჟ გნაბრი, ჯამალ მუსიალა, ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი და მიკაელ კიუიზანსი. ისინი ცოტა ხნის წინ კარანტინში გაუშვეს.

მათგან სამი სერიოზულად დაფიქრდა ვაქცინაციაზე. ესენი კიმიხი, გნაბრი და კიუიზანსი არიან, წერს გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი.

იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელები ახლა გაიკეთებენ აცრას, მაშინ ისინი სრულად ვაქცინირებულებად 5 კვირის შემდეგ ჩაითვლებიან, ამიტომაც იმის რისკი, რომ კარანტინში კვლავ აღმოჩნდებიან, ამ პერიოდის მანძილზე იქნება შენარჩუნებული.

შეგახსენებთ, "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც რაიმე მიზეზის გამო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაუკეთებიათ და კარანტინში ყოფნა მოუხდათ, ხელფასები დაუქვითა. მოთამაშეები ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებულები დარჩნენ.