ავტორიზაცია

"თავიანთ თაობაში საუკეთესოები არიან, ტოპ-ფეხბურთელები", - ჯონ ტერიმ ორი მცველი გამოარჩია

"თავიანთ თაობაში საუკეთესოები არიან, ტოპ-ფეხბურთელები", - ჯონ ტერიმ ორი მცველი გამოარჩია
თარიღი 24 ნოე 2021, 19:40

"ჩელსის" ყოფილმა უკანახაზელმა, ჯონ ტერიმ "იუვენტუსის" უკანახაზელების, ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის შესახებ ისაუბრა.

ვეტერანმა ინგლისელმა "ბებერი ქალბატონის" ფეხბურთელებს თავიანთი თაობის საუკეთესო მცველები უწოდა.

"ბონუჩი და კიელინი თავიანთ თაობაში საუკეთესოები არიან, ტოპ-ფეხბურთელები. თავად ვსწავლობდი მათ თამაშს, ყოველთვის ვცდილობდი იტალიელთა შესწავლას", - ამბობს ტერი La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.

"ყველაფერი ბარეზითა და მალდინით დაიწყო, რომელიც ჩემთვის აბსოლუტური ლეგენდაა, ადამიანი, ვინც ყველაფერს ისე აკეთებდა, თითქოს მარტივი იყო. არცერთ მცველს არ ჰქონია მისი მსგავსი ბუნებრივი სტილი", - დასძინა ინგლისელმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის ეგიდით, "ჩელსიმ" გუშინ "სტემფორდ ბრიჯზე" "იუვენტუსი" 4:0 გაანადგურა, ბონუჩი ძირითადში იყო, კიელინი კი ტრავმირებულია.

"თავის პოზიციაზე მსოფლიო ფეხბურთში საუკეთესოა", - ტერიმ ნახევარმცველი გამოარჩია