ავტორიზაცია

ჩელსის ორი ტოპ-ფეხბურთელი, რომლის იჯარაზეც ბარსელონამ ლონდონელებს უკვე მიმართა

ჩელსის ორი ტოპ-ფეხბურთელი, რომლის იჯარაზეც ბარსელონამ ლონდონელებს უკვე მიმართა
თარიღი 24 ნოე 2021, 20:04

"ბარსელონა" "ჩელსის" თავდამსხმელ ტიმო ვერნერითა და შემტევ ნახევარმცველ ჰაკიმ ზიეჩით ინტერესდება.

როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN იტყობინება, კატალონიური გრანდი ამ ფეხბურთელებს "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ რაჰიმ სტერლინგის ალტერნატიულ ვარიანტებად განიხილავს.

"ლურჯ-ბროწეულისფრებს" ვერნერისა და ზიეჩის გადაბირება იანვარშივე სურთ. "ბარსამ" ორივე მათგანის თაობაზე "ჩელსის" უკვე მიმართა.

სტერლინგი "ბლაუგრანასთვის" პრიორიტეტული ვარიანტი გახლდათ, მაგრამ მაღალი სატრანსფერო ღირებულებისა და იმის გამო, რომ "სიტის" მისი იჯარით გაშვება შესყიდვის ვალდებულების გარეშე არ უნდა, კატალონიელებმა შემადგენლობის გასაძლიერებლად სხვა შესაძლებლობების შესწავლა დაიწყეს.

აღინიშნება, რომ "ბარსა" პირველ რიგში იმ მოთამაშეებით ინტერესდება, რომლებსაც თავიანთ კლუბებში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ.

მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, "ბარსელონა" ტრანსფერის გაჩარხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ვინმეს გაყიდის. პრიორიტეტი იმ ფეხბურთელებს მიენიჭებათ, რომელთა არენდით გადაბირებაა შესაძლებელი.

"ბარსა" მზად არის შეთანხმებაში გამოსყიდვის ოფცია ჩადოს, მაგრამ არ უნდა, რომ ეს პუნქტი სავალდებულო იყოს.

ვერნერიც და ზიეჩიც "ჩელსიში" მეორე სეზონს ატარებენ. ამ სეზონში 25 წლის გერმანელმა ყველა ტურნირზე ერთად "არისტოკრატთა" რიგებში 9 მატჩი ჩაატარა (ძირითადიდან 6), 28 წლის მაროკოელი ძირითადიდან მინდორზე მხოლოდ 2-ჯერ მოგვევლინა, საერთო ჯამში კი 11 შეხვედრა ჩაატარა.

სტერლინგის ალტერნატივები შერჩეულია — ბარსას შორტ-ლისტში ჩელსის ერთბაშად 3 ფეხბურთელია