ავტორიზაცია

ბაიერნის ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბაიერნის ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
თარიღი 24 ნოე 2021, 22:32

"ბაიერნის" ნახევარმცველს, ჯოშუა კიმიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. Bild-ის ცნობით, ფეხბურთელის მიერ გაკეთებულმა ტესტმა სამწუხაროდ დადებითი პასუხი აჩვენა.

მანამდე გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა განაცხადა, რომ კიმიხი უახლოეს პერიოდში აცრას გეგმავდა. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ გერმანული კლუბის ფორვარდი, ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგიც კორონავირუსით დაავადდა.

შეგახსენებთ, რომ კიმიხი "ბაიერნის" ხუთი ფეხბურთელიდან ერთ-ერთია, რომელმაც უარი თქვა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე. მის გარდა ესენი არიან ჩუპო-მოტინგი, სერჟ გნაბრი, ჯამალ მუსიალა და მიქაელ კუიზანსი.

აქვე დავამატებთ, რომ მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე პლეი-ოფის საგზური ოფიციალურად უკვე გაიფორმეს. "რეკორდმაისტერის" ბოლო მეტოქე "ბარსა" იქნება.