ავტორიზაცია

გადახალისებული ლივერპული - კლოპის გუნდის შემადგენლობა პორტოსთან

გადახალისებული ლივერპული - კლოპის გუნდის შემადგენლობა პორტოსთან
თარიღი 24 ნოე 2021, 23:22

ცნობილი გახდა "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა "პორტოსთან" დღევანდელი შეხვედრისთვის. შეგახსენებთ, რომ მატჩი 23:55 საათზე დაიწყება. მერსისაიდელთა 11-ეული ასეთია:

ალისონი, მატიპი, კონატე, უილიამსი, ციმიკასი, მორტონი, ტიაგო, ჩემბერლენი, მინამინო, მანე, სალაჰი. შეგახსენებთ, "წითლებმა" პლეი-ოფის საგზური უკვე გაინაღდეს.

ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული ოთხი ტურის შემდეგ, "ენფილდელებს" 12 ქულა აქვთ. მეორე ადგილზე კი ხუთი ქულით "პორტოა", შემდეგ მოდის "ატლეტიკო" ოთხი ქულით და ერთი ქულით "მილანი".