ავტორიზაცია

VIDEO: ზედიზედ მეორედ - სამგურალი საქართველოს თასის ფინალშია

თარიღი 25 Nov 2021, 00:35

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2 ფინალში შუქურამ საკუთარ მოედანზე სამგურალი მიიღო. მატჩი წყალტუბოელთა გამარჯვებით, 3-2 დასრულდა.

ანგარიში კი 67-ე წუთზე სტუმართა შემტევმა ალექსანდრე ვერულიძემ გახსნა, 10 წუთში კი ტაბლოზე სიტუაცია ბექა ვერულიძემ გაათანაბრა.

84-ე წუთზე უკვე ქობულეთის შუქურა გავიდა წინ გიორგი გაფრინდაშვილის გოლით, თუმცა მასპინძლების ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა. 86-ე წუთზე ნიკა ჭანტურიას ავტოგოლით წონასწორობა აღდგა, ხოლო 89-ე წუთზე პაპუნა ფონიავას ყუმბარამ ივარგა.

სოსო ფრუიძის სამგურალი თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. გასულ წელს მათ გადამწყვეტი მატჩი გაგრასთან პენალტების სერიაში დათმეს.