VIDEO: რევანში პარიზში წაგებაზე! სიტიმ პსჟ-ს მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ შინ „პსჟ“ დაამარცხა.
შეხვედრა „ეტიჰადზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
„სიტის“ დიდი უპირატესობის მიუხედავად, მატჩში ანგარიში 50-ე წუთზე კილიან მბაპემ გახსნა, რასაც „სიტიმ“ 63-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგის და 76-ე წუთზე გაბრიელ ჟესუსის გოლებით უპასუხა და პარიზში განცდილი მარცხის გამო რევანში აიღო.
„სიტიმ“ 12 ქულა დააგროვა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა ოფიციალურად გაინაღდა, „პსჟ“ კი 8 ქულითაა და მეორე ადგილი ასევე გარანტირებული აქვს.