ავტორიზაცია

VIDEO: მილანმა სტუმრად ატლეტიკოს მოუგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა

თარიღი 25 ნოე 2021, 01:59

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „მილანმა“ სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოს“ მოუგო.

შეხვედრა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი მატჩს 87-ე წუთზე ჯუნიორ მესიასმა გაიტანა და „მილანს“ ჯგუფიდან გასვლის შანსი შეუნარჩუნა.

ბოლო ტურში „როსონერიმ“ შინ უმოტივაციო „ლივერპულს“ უნდა მოუგოს, თუმცა ყველაფერი მაინც პარალელურად მიმდინარე მატჩზე იქნება დამოკიდებული, სადაც „პორტუ“ „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე სწორედ პორტუგალიური გუნდი გავა.