ავტორიზაცია

VIDEO: მოლდოვური ზღაპარი ევროპა ლიგაზე გაგრძელდება! რეალმა შერიფი მარტივად დაამარცხა და პლეი-ოფი გაინაღდა

თარიღი 25 ნოე 2021, 02:01

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „შერიფი“ დაამარცხა და მერვედფინალის საგზური გაინაღდა.

შეხვედრა მოლდოვაში გაიმართა და მადრიდელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

„რეალის“ რიგებში გოლები დავიდ ალაბამ, ტონი კროოსმა და კარიმ ბენზემამ გაიტანეს.

ამრიგად, „რეალმა“ „შერიფზე“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ განცდილი სენსაციური მარცხის გამო შური იძია და ევროპა ლიგაში გაუშვა - ანჩელოტის გუნდი 12 ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.

ბოლო ტურში, „ინტერი“ და „რეალი“ პირველადგილოსნის ვინაობას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაარკვევენ - მადრიდულ გუნდს ფრეც ეყოფა იმისთვის, რომ ჯგუფი მოიგოს.