ავტორიზაცია

VIDEO: სპორტინგმა დორტმუნდი დაამარცხა და ევროპა ლიგაზე გაუშვა

თარიღი 25 ნოე 2021, 02:06

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ლისაბონის „სპორტინგმა“ შინ დორტმუნდის „ბორუსია“ დაამარცხა და ევროპა ლიგაზე გაუშვა.

შეხვედრა ესტადიო „ჟოზე ალვალადეზე“ გაიამართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

მატჩში დუბლი პედრო გონსალვეშმა გაიფორმა, კიდევ ერთი გოლი კი პედრო პორომ შეაგდო მას შემდეგ, რაც გონსალვეშმა პენალტის ნიშნულიდან ჰეთ-ტრიკის შანსი გაუშვა ხელიდან.

შეხვედრის მიწურულს დონიელ მალენმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა „დორტმუნდი“ ამან ვერ იხსნა და გერმანული გუნდი 6 ქულით ოფიციალურად ევროპა ლიგის მონაწილეა.

„სპორტინგმა“ ჯგუფური ეტაპის 2 მარცხით დაწყების მიუხედავად, მეხუთე ტურის შემდეგ მერვედფინალში გასვლა ოფიციალურად გაინაღდა, თუმცა პირველი ადგილისთვის „აიაქსს“ ვეღარ შეეცილებამიმოხილვა იტვირთება.