ავტორიზაცია

VIDEO: უმოტივაციო ლივერპულმა შინ პორტუ დაამარცხა და ჯგუფში სიტუაცია უკიდურესად დაძაბა

თარიღი 25 ნოე 2021, 02:08

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „ლივერპულმა“ შინ „პორტუ“ დაამარცხა.

„ენფილდზე“ გამართული მატჩი მასპინძლებმა 2:0 ტიაგო ალკანტარას და მო სალაჰის გოლებით მოიგეს.

„ლივერპულისთვის“ ეს მატჩი ფორმალობა იყო, რადგან გუნდს ამ ტურამდეც ჰქონდა ოფიციალურად განაღდებული მხოლოდ პლეი-ოფის საგზური კი არა, პირველი ადგილიც კი.

ბოლო ტურის წინ „ლივერპული“ უკონკურენტოდ პირველ ადგილზეა, მერვედფინალის ერთი ბილეთისთვის კი „პორტუც“, „მილანიც“ და „ატლეტიკოც“ იბრძვიან.