ავტორიზაცია

რეალი ზაფხულში ასენსიოს გასაშვებად მზად იყო — რომელი გრანდი ეპატიჟებოდა ესპანელს?

რეალი ზაფხულში ასენსიოს გასაშვებად მზად იყო — რომელი გრანდი ეპატიჟებოდა ესპანელს?
თარიღი 25 ნოე 2021, 15:37

"მილანი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "რეალის" შემტევი ნახევარმცველის, მარკო ასენსიოს გადაბირებას ცდილობდა.

როგორც ჟურნალისტი დანიელე ლონგო იტყობინება, "როსონერი" "სამეფო კლუბს" 25 წლის ესპანელის თაობაზე დაუკავშირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, "რეალი" ასენსიოს განათხოვრებას გეგმავდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, "მილანს" უარი უთხრა.

"ბლანკოსის" ხელმძღვანელობას "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს შესაძენად დამატებითი თანხების მიღება უნდოდა და თანახმა იყო ასენსიო გაეშვა, მაგრამ ორივე გარიგება ჩაიშალა.

მიმდინარე სეზონში მარკომ ყველა ტურნირზე ერთად "რეალის" მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.