ავტორიზაცია

გვარდიოლა პსჟ-ს ფორვარდებზე: "რაც უფრო შორს არიან ჩვენი კარისგან, მით უფრო უსაფრთხოა"

გვარდიოლა პსჟ-ს ფორვარდებზე: "რაც უფრო შორს არიან ჩვენი კარისგან, მით უფრო უსაფრთხოა"
თარიღი 25 ნოე 2021, 17:12

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "პსჟ"-სთან (2:1) მოგებული მატჩი შეაფასა.

"კარგი თამაში გამოვიდა. როცა მოედნის ბოლო მესამედში ჩვენს კართან ბურთს აკონტროლებდნენ, ყოველთვის სახიფათო იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, კარგად ვითამაშეთ, როგორც პირველ მატჩში".

"სამწუხაროდ, პირველ ნახევარში ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. "პსჟ"-ს გოლის შემდეგ 5-10 წუთი ნოკაუტში ვიყავით. მადლობა გულშემატკივრებს მოსვლისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის მშვენიერი საღამო გამოდგა".

"ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ზედიზედ 5-6 წელია გავდივართ, ახლა ჯგუფში პირველ ადგილს ვიკავებთ, ამიტომაც კმაყოფილი ვარ. გვესმოდა, რომ ფრეც დაგვაკმაყოფილებდა, მაგრამ მაინც მოვიგეთ".

"ყოველთვის მჯეროდა, რაც უფრო შორს არიან მათი ფორვარდები ჩვენი კარისგან, მით უფრო უსაფრთხოა ეს ჩვენთვის. მოახლოებისას, თავისუფალ სივრცეებს პოულობდნენ. გაიხსენეთ ნეიმარის განიავებული მომენტი. არაფრისგან შექმნეს".

"ძალიან კარგი შეტევა ჰყავთ. გუნდურად უნდა დაგვეცვა თავი. სტატისტიკა არ მინახავს, მაგრამ ვფიქრობ, დღეს შესანიშნავები ვიყავით", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.