ავტორიზაცია

კარაგერი: "მესი, მბაპე და ნეიმარი მგზავრები არიან, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი არ აქვს"

კარაგერი: "მესი, მბაპე და ნეიმარი მგზავრები არიან, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი არ აქვს"
თარიღი 25 ნოე 2021, 17:36

"ლივერპულის" ყოფილი მცველის, ჯეიმი კარაგერის აზრით, "პარი სენ ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს.

მოგეხსენებათ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის ეგიდით, პარიზელები გუშინ სტუმრად "მანჩესტერ სიტისთან" (1:2) დამარცხდნენ.

"მაგალითად, ავიღოთ ის ოთხი გუნდი, რომელთა შორისაც ერთ-ერთი, ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს - "სიტი", "ლივერპული", "ჩელსი" ან "ბაიერნი", - მათ მგზავრები არ ჰყავთ".

"პსჟ"-ს სამი მგზავრი ჰყავს (მესი-მბაპე-ნეიმარი). ჩემპიონთა ლიგის მოგების არანაირი შანსი არ აქვთ, საერთოდ არანაირი შანსი".

"მბაპეს შემთხვევაში კიდევ უფრი მწყინს. მესის გარკვეულწილად მესმის, 34 წლის არის, გარკვეულ მომენტებში თავს უნდა მიხედოს".

"მაგრამ მბაპე 22 წლის არის, უკან უნდა დაბრუნდეს, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ თანაგუნდელებს დაეხმაროს. მოედანზე სიარული ჩემთვის არ არის. უბრალოდ ვერ შევეგუები. ჩემთვის სულერთია, რამდენად კარგები არიან, გუნდზე არ მუშაობენ. მგზავრთა გადაყვანის დღეები დიდი ხანია გავიდა".

"ამას ვლაპარაკობდი რონალდუზეც, თუმცა მას გოლები მაინც გააქვს. რონალდუ უბურთო მგზავრია, მისი გოლები ამას ანაზღაურებს. თუ გოლს ვერ იტან, მგზავრი ხარ და ფეხბურთის ამ დონეზე შანსი არ გექნება", - განაცხადა კარაგერმა Paramount Plus-სთან ინტერვიუში.