ავტორიზაცია

თარიღი ცნობილია - როდის გაიმართება საქართველოს თასის ფინალი

თარიღი ცნობილია - როდის გაიმართება საქართველოს თასის ფინალი
თარიღი 25 ნოე 2021, 18:31

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში წყალტუბოს სამგურალი და საბურთალო დაუპირისპირდებიან.

გადამწყვეტი მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იუწყება.

ნახევარფინალურ დაპირისპირებებში სამგურალმა შუქურას 3-2 აჯობა, ხოლო საბურთალომ ბათუმის დინამოს 2-1 მოუგო.

გასულ სეზონში თასის გამარჯვებული მეორელიგელი გაგრა გახდა, რომელმაც სამგურალს პენალტების სერიაში მოუგო.