ავტორიზაცია

სტერლინგი ბარსელონაში? - სიტიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

სტერლინგი ბარსელონაში? - სიტიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 25 ნოე 2021, 21:50

"მანჩესტერ სიტი" ნახევარმცველ რაჰიმ სტერლინგთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს. The Telegraph-ის ცნობით, მანჩესტერული კლუბი ნახევარმცველთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს განიხილავს.

სტერლინგი ამ ზამთარში "სიტის" არ დატოვებს - კლუბი ყველა შემოთავაზებაზე უარს იტყვის. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ნახევარმცველი რიად მაჰრეზი ალჟირის ნაკრებთან ერთად აფრიკის ერთა თასზე წავა.

შეგახსენებთ, რომ იქამდე, რაჰიმმა შეაჩერა მოლაპარაკება "მანჩესტერ სიტისთან" ახალ კონტრაქტის თაობაზე, რადგან არ იყო კმაყოფილი იმით, რომ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული მას არ ჰქონდა.

როგორც ცნობილია, სტერლინგის მიმართ ინტერესი "ბარსელონამ" გამოიჩინა. კატალონიელთა მწვრთნელი ხავი ერნანდესი ინგლისელის ნიჭის თაყვანისმცემელია.

ესპანელ სპეციალისტს ინგლისელი ნახევარმცველის თავის გუნდში მიწვევა სურდა. როგორც ვხედავთ, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ჩანაფიქრს ახდენა არ უწერია.


ბარსელონა უეფას კონფერენს ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტრანსფერზე ამუშავდა