ავტორიზაცია

ანიელი სარის იუვენტუსში გატარებული სეზონის შესახებ: "ნაგავი იყო"

ანიელი სარის იუვენტუსში გატარებული სეზონის შესახებ: "ნაგავი იყო"
თარიღი 25 ნოე 2021, 22:07

"ყველაფერი ან არაფერი" - დოკუმენტური სერიალი "იუვენტუსის" გასულ სეზონზე როგორც იქნა მოხვდა Amazon Prime-ზე. პირველი სერია მაშინვე დაიწყო ჰიტით. ანდრეა ანიელის გამოსვლა გუნდის წინაშე, ანდრეა პირლოს დანიშვნის შემდეგ:

"უკვე ათი წელია, რაც "იუვენტუსის" პრეზიდენტი ვარ. შარშანდელ სეზონზე ფიქრით, გულწრფელად გეტყვით - მიუხედავად სპორტული წარმოდგენისა, ნაგავი სეზონი იყო. 

ზოგიერთმა, მათ შორის ვინც ახლა აქ არის, არ გაიღო მაქსიმუმი. ვფიქრობ მუშაობაზე, კლუბში მომუშავე ადამიანების ძალისხმევაზე. კლუბში 800 ადამიანი ვართ. მინდორზე ერთად გავდივართ, ერთად ვიგებთ და ერთად ვმარცხდებით.

თქვენ ხართ კოლექტივი, თქვენ უნდა იყოთ ერთი მექანიზმი. უნდა გადაადგილდეთ ერთი მიმართულებით. რაც შეეხება ბატონ პირლოს, მე გავაკეთე არჩევანი, რომლის მტკიცედ მჯერა. ახლა თქვენი ჯერია, მიჰყვეთ მას თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

რთული წელი იქნება, მაგრამ მე ენთუზიაზმით ვარ სავსე. ვინც თქვენს წინააღმდეგ წავა, პირველ რიგში ჩემთან ექნება საქმე. დანარჩენზე შენ იზრუნე“, - უთხრა ანიელიმ პირლოს.
 

იუვენტუსის გენერალური დირექტორი: "გასულ ზაფხულს რონალდუს წასვლამ ცოტათი შეგვარყია"