ავტორიზაცია

ფაბრიციო რომანომ ისაუბრა, ვინ შეიძლებოდა დანიშნულიყო ბარსელონაში, რომ არა ხავი

ფაბრიციო რომანომ ისაუბრა, ვინ შეიძლებოდა დანიშნულიყო ბარსელონაში, რომ არა ხავი
თარიღი 26 ნოე 2021, 10:29

ცნობილმა იტალიელმა ინსაიდერმა ისაუბრა, თუ ვინ შეიძლებოდა დანიშნულიყო „ბარსელონაში“ იმ შემთხვევაში, ხავის ვარიანტი რომ არ გამოსულიყო.

„მარსელო გალიარდომ „რივერ პლეიტში“ უდიდესი საქმე შეასრულა. ახალი ტიტული, ახალი ტიტული და კიდევ უფრო გასაოცარი გავლენა გუნდზე.

გალიარდო „ბარსელონას“ პოტენციურად ახალი მწვრთნელის სიაში იყო. მის გარდა, მასში ეწერა ბელგიის ნაკრების მწვრთნელის, რობერტო მარტინესის სახელიც, თუმცა კლუბმა ხავი აირჩია.“ - წერს რომანოს „ტვიტერში“.

ხავის ოფიციალური პრეზენტაცია „კამპ ნოუზე“ 8 ნოემბერს გაიმართა. ამ დრომდე, „ბარსელონამ“ ხავისთან ერთად 2 მატჩი ჩაატარა. პირველი „ესპანიოლის“ წინააღმდეგ 1:0 მოიგო, მეორე კი „ბენფიკასთან“ 0:0 დაასრულა.