ავტორიზაცია

VIDEO: პორტუსთან მატჩის დროს რონალდუ ჯერ კუადრადოს ეკამათა, ბოლოს კი ატირდა

VIDEO: პორტუსთან მატჩის დროს რონალდუ ჯერ კუადრადოს ეკამათა, ბოლოს კი ატირდა
თარიღი 26 ნოე 2021, 10:38

სთრიმინგის სერვისმა Amazon Prime-მ გამოუშვა დოკუმენტური სერიალი სახელწოდებით: All or Nothing: Juventus. 

ფილმი „იუვენტუსის“ 2020/21-სეზონს აღწერს სერია ა-ში, ჩემპიონთა ლიგაზე, იტალიის თასსა და იტალიის სუეპრთასზე, როცა გუნდს ანდრეა პირლო წვრთნიდა.

მასში მოხვდა მომენტები, რომელშიც „იუვენტუსი“ „პორტუსთან“ დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

მატჩის შესვენებაზე „იუვე“ „პორტუსთან“ 0:1 მარცხდებოდა, რაც ძალიან არ მოეწონა კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც ძალიან ემოციურ მდგომარეობაში იყო და თანაგუნდელ ხუან კუადრადოსთანაც იკამათა.

რონალდუ: „უფრო თავდაუზოგავად უნდა ვიმუშაოთ. რა ჯანდაბაა! საერთოდ არ ვთამაშობდით!

კუადრადო: დამშვიდდი, ნუ ღელავ.

რონალდუ: საშინლად ვთამაშობთ.

კუადრადო: შენ ჩვენთვის სამაგალითო უნდა იყო.

რონალდუ: ეს მეც მეხება. ერთმანეთს სიმართლე უნდა ვუთხრათ, საშინლად ვთამაშობდით. ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია და ხასიათი უნდა გამოვავლინოთ.

ამის შემდეგ, ანდრეა პირლომ სიტუაციის დამშვიდება სცადა. „გეყოთ, წავედით. საკმარისია, კრი. საკმარისია, ხუან. ჩვენ მშვიდად და მოთმინებით უნდა ვიყოთ. ასე გავაგრძელებთ, მაგრამ კამათის გარეშე.“

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსმა“ მეორე ტაიმში ორი გოლი გაიტანა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც ტურინულმა გუნდმა გოლი გაუშვა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ამ მარცხის შემდეგ, რონალდუმ გასახდელში ცრემლები ვერ შეიკავა.