ავტორიზაცია

ჩელსი ტიაგო სილვასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, არსებობს მხოლოდ ერთი სირთულე

ჩელსი ტიაგო სილვასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, არსებობს მხოლოდ ერთი სირთულე
თარიღი 26 ნოე 2021, 10:43

ლონდონის „ჩელსი“ გუნდის ვეტერან ბრაზილიელ მცველთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

Foot Mercato-ს ინფორმაციით, „ჩელსის“ ტიაგო სილვასთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს. სირთულეები შეიძლება მხოლოდ საკითხის ფინანსურმა მხარემ შექმნას, თუ მხარეები ხელფასზე ვერ მორიგდებიან.

სილვა „ჩელსიში“ „პსჟ-დან“ 2020 წლის 28 აგვისტოს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ლონდონური გუნდის მაისურით ბრაზილიელმა 48 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, ასევე უეფას სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.