ავტორიზაცია

რივერ პლეიტი არგენტინის ჩემპიონი ნაადრევად გახდა

რივერ პლეიტი არგენტინის ჩემპიონი ნაადრევად გახდა
თარიღი 26 ნოე 2021, 10:50

დასრულდა არგენტინის ჩემპიონატის მორიგი მატჩი, რომელშიც „რივერ პლეიტმა“ „რასინგ აველიანედი“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „მონუმენტალ ანტონიო ვესპუჩი ლიბერტიზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

დუბლი მიითვალა არგენტინელმა თავდამსხმელმა ბრაიან რომერომ, რომელმაც გოლები 68-ე და 78-ე წუთებზე შეაგდო.

გუნდის პირველი გოლი აგუსტინ პალავესინომ 32-ე წუთზე გაიტანა, ასევე თავი გამოაჩინა ხულიანა ალვარესმაც.

ამ გამარჯვებით „რივერ პლეიტი“ არგენტინის ჩემპიონი ნაადრევად გახდა, რადგან გუნდმა უახლოესი მდევარი „დეფენსა და ხუსტისია“ 12 ქულით ჩამოიტოვა.

„რივერ პლეიტისთვის“ ეს ისტორიაში 36-ე ჩემპიონობაა, მეორე ადგილს კი „ბოკა ხუნიორსი“ 34 ჩემპიონობით იკავებს.