"სამი კვირის შემდეგ, ნელ-ნელა სიტუაციაში ვერკვევი", - კონტემ ტოტენჰემის დონე დაიწუნა
ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, სლოვენიურ „მურასთან“ წაგებაზე ისაუბრა.
„დეზების“ მთავარი მწვრთნელის აზრით, გუნდის დონე არ არის იმდენად მაღალი, რამდენადაც ის წარმოიდგენდა.
„აქ გატარებული სამი კვირის შემდეგ, სიტუაციას ნელ-ნელა ვიგებ. „ტოტენჰემის“ დონე არც ისე მაღალია.
არსებობს დიდი სხვაობა ინგლისურ გუნდებს შორის, მაგრამ ამის არ უნდა გვეშინოდეს. უბრალოდ, ბევრი უნდა ვიმუშავოთ და მოთმინება ვიქონიოთ - პრობლემები არის, მაგრამ ჩვენ მათ გადავწყვეტთ.“ - ციტირებს კონტეს სიტყვებს Sky Sports.
კონფერენც ლიგაზე 5 ტურის შემდეგ „ტოტენჰემი“ 7 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ჯერჯერობით გასვლა გარანტირებული არ აქვს.