ავტორიზაცია

ედერსონი: "ფეხბურთის თამაში მარცხენა მცველად დავიწყე, მაგრამ... სირბილი ძალიან მეზარებოდა"

ედერსონი: "ფეხბურთის თამაში მარცხენა მცველად დავიწყე, მაგრამ... სირბილი ძალიან მეზარებოდა"
თარიღი 26 ნოე 2021, 16:53

"მანჩესტერ სიტის" გოლკიპერმა, ედერსონმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა განსხვავებაა მოედანზე თამაშსა და კარში თამაშს შორის.

"უფრო სახალისოა - ხშირად ეხები ბურთს, გოლებს იტან, აღნიშნავ", - ამბობს "ქალაქელთა" კარის დარაჯი მის ცხოვრებაზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში.

"ფეხბურთის თამაში მარცხენა მცველად დავიწყე. შეტევა მარტივი იყო, მაგრამ დაცვა... ეს პრობლემა გახლდათ. სირბილი ძალიან მეზარებოდა", - დასძინა ედერსონმა.

შეგახსენებთ, 28 წლის ბრაზილიელი მეკარე "მანჩესტერ სიტის" ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს, მის სანაცვლოდ "ქალაქელებმა" "ბენფიკას" 40 მილიონი ევრო გადაუხადეს.

მიმდინარე სეზონში ედერსონმა ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.