ავტორიზაცია

ლუი საა: "როცა მანჩესტერ იუნაიტედის შემტევები ფორმაში შევლენ, შეუჩერებელნი გახდებიან"

ლუი საა: "როცა მანჩესტერ იუნაიტედის შემტევები ფორმაში შევლენ, შეუჩერებელნი გახდებიან"
თარიღი 26 ნოე 2021, 19:30

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფრანგმა თავდამსხმელმა, ლუი საამ გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა.

"პრემიერ ლიგა მარათონია, ჯერ კიდევ მჯერა, რომ გუნდი ფორმაში შევა და წარმატებულ სერიას შემოგვთავაზებს. და როცა ეს მოხდება, შეუჩერებელი იქნება, რადგან "ემიუს" შემტევი ოთხეული პრემიერ ლიგის საუკეთესოთა შორისაა. თუმცა, რა თქმა უნდა, დაცვაც საჭიროა, ბალანსის პოვნა".

"მაგრამ როცა წარმატების ფორმულა მოიძებნება, როცა ფეხბურთელთა თავებში ყველაფერი დაწყნარდება და მოედანზე საკუთარ ქმედებებზე ზედმეტად ფიქრს შეწყვეტენ, შეუჩერებლები იქნებიან".

"როდესაც ეს 4-5 შემტევი ფეხბურთელი ფორმაში შევა, ვეღარ შეაჩერებ. თავის საუკეთესო ფორმაში მყოფი მარსიალის წინააღმდეგ დაცვა შეუძლებელია".

"საჭირო პირობები უნდა შეიქმნას და ეს ბიჭები გუნდს წარმატებამდე მიიყვანენ. უნდა გააცნობიერონ, გუნდის სასიკეთოდ თავდაუზოგავად მუშაობაა საჭირო, მაშინაც კი, თუ ეს არ მოსწონთ", - ციტირებს საას სიტყვებს Metro.